„ღრიალი მინდა, ვერ ვყვირი… ბავშვები ცხოვრობენ დაბლა და არ მინდა შევაშინო…“

161

სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. გოგონას ცხედარს სახლში დღეს გადაასვენებენ.

გვანცაზე ემოციურ პოსტს წერენ:

და ტკივილს რომელსაც გვანცა ქვია დღეს გისამძიმრებთ ჩემებო, ის მოხდა, რისიც ასე მეშინოდა…
თავიდანვე… საწყისიდანვე მჭამდა ეს შიში. გონება კი ებრძოდა, მაგრამ, იმ საღამოს გოგოების ხმა ისმოდა ეზოშიო გადავრჩით, ჩვენ გადავრჩითო, გარეთ გაუხედავთ და არავინ დახვედრიათ, ვაიმე გვანცა… ვინ იცის თქვენც კი ვერ მოასწარით გააზრება რა მოხდა და ისევ შეუძახე ჩემს თავს ალბათ ვინმე სხვა გოგოები იყვნენ-თქო…

გავაგრძელე ისევ შინაგანი ხმის მოსმენა, შენც ხომ მიმეორებდი ცოცხალი ვარო, მამიდას სიცოცხლე… ზოგჯერ კი ვფიქრობდი, სული ხომ უკვდავია და ამას ხომ არ მეუბნება- თქო და მერე მაინც… მთელი სხეული მტკივა… თან ვარ და თან არ ვარ… ღრიალი მინდა… ვერ ვყვირი… ხალხია…უცხო ხალხი… გაგიჟდაო რომ იფიქრონ არ მაღელვებს… ბავშვები ცხოვრობენ დაბლა და არ მინდა შევაშინო… ნეტავ ბედნიერი ყოფილიყავი და დიდხანს ამერში …ჩემი უშენობის ტკივილი რა სათქმელია… მონატრება მახრჩობს“,- წერენ სოცქსელში.