„დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა ნათესავი, საქართველომ კი პატრიოტი დაკარგა“

157

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული, ზაზა მესხის სიკვდილი დადასტურდა.

„ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის!
დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა – ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა  
ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა!
როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს  
ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.

ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოჰყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას ერთი შვილის ცხედრები“,- წერს ზაზას ახლობელი.