“იმედებს ვებღაუჭებოდით, სასწაულს ველოდით…“ – გერმანიაში ქართული სათვისტომო ზაზა მესხზე

293

ზაზა მეს­ხი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიას ემსხვერპლა, გერ­მა­ნი­ის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს პირ­ვე­ლი ბეჭდ­ვი­თი ორ­გა­ნოს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო. გერ­მა­ნი­ის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო მის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე წერს და ზა­ზას ემ­შვი­დო­ბე­ბა:

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი დღე გა­ვი­და იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ი­დან და ალი­ნას ცხედ­რის პოვ­ნი­დან, მა­ინც თით­ქოს რა­ღაც იმე­დებს ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით, სას­წა­ულს ვე­ლო­დით… იქ­ნებ ზაზა და ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ… ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიმ­ძიმს მომ­ხდა­რის გა­აზ­რე­ბა.

ა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­ით და იდე­ე­ბით აღ­სავ­სე შე­უ­ერ­თდა ორი ათე­უ­ლი წლის წინ ზაზა გერ­მა­ნი­ის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს. თა­ნა­მო­აზ­რე ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად იგი ძვე­ლი თა­ო­ბის ემიგ­რან­ტე­ბის ოც­ნე­ბად ქცე­უ­ლი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა. ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა გამ­გე­ო­ბამ, რომ­ლის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ზა­ზაც იყო, დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­პის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბის წა­მო­წყე­ბა­ში.

ზაზა იყო გერ­მა­ნი­ის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს პირ­ვე­ლი ბეჭდ­ვი­თი ორ­გა­ნოს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მელ­საც ასე ნატ­რობ­დნენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გად­მოხ­ვე­წი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.

გერ­მა­ნი­ი­დან ინ­გლის­ში და შემ­დეგ ჰო­ლან­დი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დე­გაც არ შე­წყვე­ტი­ლა კონ­ტაქ­ტი სათ­ვის­ტო­მოს გამ­გე­ო­ბას­თან და მის წევ­რებ­თან.

მუ­დამ გვე­მახ­სოვ­რე­ბა ზაზა რო­გორც სათ­ვის­ტო­მოს და­უ­ღა­ლა­ვი წევ­რი და სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მისი სა­ხით სა­ქარ­თვე­ლომ გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი და ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი და­კარ­გა.

ვი­ზი­ა­რებთ ზა­ზას ოჯა­ხის ღრმა მწუ­ხა­რე­ბა­სა და ტკი­ვილს. მსუ­ბუ­ქი იყოს ზა­ზას­თვის მშობ­ლი­უ­რი მიწა”, – წე­რია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.