“შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში” – ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ქალთა მიმართ ძალადობის დამალვაში ადანაშაულებს

430

ანა წითლიძეს ყოფილი რძალი გვანცა ამურველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს. ამურველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ქალთა უფლებებზე პარლამენტიდან საუბრის პარალელურად, მისი ძმის მიერ მცირეწლოვანის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობის ფაქტს ახსენებს.

“შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში, ამას გწერ და ნა…ზე მიშვებ. მაგრად დაიცავი ქალების უფლებები პარლამენტიდან, მთავარია შენი ძმის მ…. დამალო და დაფარო.. პასუხი მაინც გაგეცა ასე დაკიდება ჩემი ფიზიკის და ფსიქიკის რანაირად თავსდება შენს ფილოსოფიასა და ადამიანობაში? ახლაც ამაყობ ჩემით და ახლაც ლამაზი ვარ? თუ მხოლოდ მაშინ როცა მ…ს ვმალავდი?- წერს ანა წითლიძის მისამართით ყოფილი რძალი გვანცა ამურველაშვილი.