“ორად იყოფა ჩემი ცხოვრება: შენთან ერთად და შენს მერე გაუსაძლისი ტკივილით“

308

მომღერალი თიკა მახალდიანი, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს წერს და გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს:

ჩემი პატარა, ლამაზი და ნაზი დედიკო დაიბადა დღეს.. ყველას დები ვეგონეთ და ძალიან მიხაროდა ასეთი ახალგაზრდა დედა მყავს მეთქი, თან ძალიან ლამაზი, ბევრად ლამაზი ვიდრე მე..

დებიც ვიყავით, დედა შვილიც და საუკეთესო დაქალებიც..

ორად იყოფა ჩემი ცხოვრება – შენთან ერთად და შენს მერე გაუსაძლისი ტკივილით,“ -წერს თიკა.

მომღერლის ცხოვრებაში 2 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი დედა აღდგომა დღეს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა..