ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიონალია და ფეხბურთის სამყაროში მისი სახელი თითქმის ყველამ იცის.
არსებობს კიდევ ერთი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რუსეთში არის პოპულარული. ის მომღერალი, ბლოგერი, მოდელი და ფოტოგრაფია და წლების წინ საქართველოში X ფაქტორშიც მონაწილეობდა.
კვარაცხელიას შავი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც შავი ხელთათმანები და უზარმაზარი შავი ბაფთა შეუხამა. მისი სტილი რუსულმა მედიამ გამოარჩია.
„ეს სტილი ცერემონიის იმ რამდენიმე სამოსიდანაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. მომღერალი აშკარად მოემზადა წითელი ხალიჩისთვის. ღირდა თუ არა? – ეს კითხვა ღიად დავტოვოთ“, – წერს life.ru.