“ავიკიდე გუდა-ნაბადი, დავტოვე გაოცებული ქმარ-შვილი და წამოვედი”

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

”როცა გასაჭირში ხარ და თავს უძლურად გრძნობ, ყველა ზუსტად მაშინ გაჭერს მაზოლზე წიხლს: დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი!
მიდით ხალხო აბა, გაძლევთ უფლებას, მაგინეთ, მლანძღეთ, ამოიღეთ ბოღმა, თურმე როგორ ამვარდნია თავში?! ნეტავ რა ამივარდა ერთი?! თურმე როგორი ცუდი ვარ, რომ გაჭირვებაში მყოფ ჩემი პატარა ოჯახის გამო, ავიკიდე გუდა-ნაბადი, დავტოვე გაოცებული ქმარ-შვილი და წამოვედი.
თურმე რატომ დავწერე, კახეთის გზატკეცილზე ვარ მეთქი. ცუდი გაგებით კი არ დავწერე, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ, ასე სასწრაფოდ, დაუგეგმავად სამშობლოში ჩამოსვლა მომიწევდა. თქვენ კი ადექით და შემდექით, რაღაციები აუვარდა თავშიო.
არაფერი არ მაქვს ავარდნილი, ისევ იმ ბავშვობის პრუჟინიან საწოლზე ვწევარ და თვალს ვერ ვხუჭავ, ჩემს ძმაზე ფიქრით და დარდით. დარწმუნებული ვარ ყველა დედმამიშვილი ასე მოიქცეოდა. ვერ გავიხარებ, როცა ვიცი ჩემი პატარა ძმა განსაცდელშია!
რომ მეკითხებით, რა მოხდა? რა მოხდა? რა ისტერიკაში ხარ?! ვერ დავწერ გარკვეული მიზეზების გამო, რა მოხდა, რადგან ასეა საჭირო.
დედა ცუდათ არის, ბავშვები შოკირებულები და დასტრესილები არიან.
ვცდილობ მოვაგვარო ადამიანურად, რადგან რაც არ უნდა ვიყოთ ადამიანები ვართ.
ვიმეორებ, ვისავ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ, გაიარეთ, ან აჰა და ილანძღეთ, გაძლევთ უფლებას.
აბა, მიდით, ტაში უნდა დაგიკრათ.”

ასევე იხილეთ