მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პატარა ადრესატების მიერ სანტასთვის მიწერილი საახალწლო წერილების ფოტოებს აქვეყნებს.
„მოგესალმებით მეგობრებო, ვიპოვე ნიკა. სამწუხაროდ, ჯერ წერილის ავტორი ვერ ვნახე, მაგრამ ვეძებ და აუცილებლად ვიპოვი. ნიკას მამიდას ვთხოვე, რომ წერილი ჩუმად დაეწერა თოვლის ბაბუსთვის, თუ რას ისურვებდა საახალწლოდ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრმა მომწერეთ და გინდოდათ თქვენი წვლილი შეგეტანათ ბავშვების სიხარულში, ვასაჯაროებ ნიკას წერილს, რომ სიკეთეს არა სხვისთვის, ჩვენი თავისთვის ვაკეთებთ ყოველთვის.
ასე რომ, გიზიარებთ და თუ სურვილი გაქვთ, თქვენც შემომიერთდით.
Zelle (929)3019584 ან ninoshermo123@gmail.com
ოღონდ გთხოვთ, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მე შემაქოთ, უბრალოდ ინფორმაციას გიზიარებთ, მეტი არაფერი, ან პირდაპირ, პირადად ნინას მისწერეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
ამასთან ნინი შერმადინი ასაჯაროებს პატარა ნიკას მამიდასთან მიმოწერას, რომელშიც წერია:
„20 დეკემბერს ჩამოვდივარ და მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო“.