“ზურა სააკაშვილსა და მის გარემოცვას შეეწირა”

323

„მე ჩემი ვერსია მაქვს და მგონია, რომ ზურა სააკაშვილსა და მის გარემოცვას შეეწირა.“ – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ, რადიო “სივრცის” გადაცემაში – “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას განაცხადა:

„არ ვეთანხმები უბედური შემთხვევის ვერსიას, მე ვერავის ვერ დავადებ ხელს და არც ის არ ვიცი, დაიდება თუ არა ოდესმე ეს დასკვნა – მე ჩემი ვერსია მაქვს და მგონია, რომ ზურა სააკაშვილსა და მის გარემოცვას შეეწირა. პირველივე დღიდან, როცა ეს უბედურება მოხდა, დამოუკიდებლად დავიწყე შესწავლა, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, გამოძიებაში ჩავერთე და იყო ყველაფრის დაკეტვის მცდელობა და წინააღმდეგობა, რომ არ მიმეღო არანაირი ინფორმაცია… ძალიან ძნელია, როცა ასე მარტო რჩები, როცა კარგავ მეუღლეს და ძალიან ბევრი შეკითხვაა შენს გარშემო და შენ დამოუკიდებლად დაუპირისპირდე  პრაქტიკულად მთელ სახელმწიფოს და ეცადო, რომ გაარკვიო სიმართლე, მაგრამ იმ სიტუაციაშიც კი ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ მაგალითად, გამოძიებაში არსებული სისულელეები გაგვექარწყლებინა.“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ.