“საოცარი ვინმე დაიბადე ნიკოლოზობას, 42-დან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი და ჩემი თვალით ვნახე შენი დიდზე დიდი ბუნება“
მწერალი ეკა ტოგონიძე, რომელსაც მეუღლე, პარლამენტარი რატი სამყურაშვილი მძიმე დიაგნოზით 3 წლის გარდაეცვალა, მეუღლისადმი მიძღვნილ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„უკვე მეოთხედ გახდი 42 წლის.
მე და შენ წელს პირველად და უკანასკნელად ვართ ტოლები.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა, გაზაფხულზე 43-ის გავხდები და შენზე უფროსი მე ვიქნები.
საოცარი ვინმე დაიბადე ნიკოლოზობას, 42-დან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი და ჩემი თვალით ვნახე შენი დიდზე დიდი ბუნება!“, – წერს ეკა ტოგონიძე.