“მუდამ საბრძოლო მდგომარებაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, საზოგადოების წინაშე 2023 წლის ანგარიშით, თვითდაჯერებული და ამაყი წარსდგა”

444

“დღეს პრემიერი, 2023 წლის ანგარიშით, საზოგადოების წინაშე, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, თვითდაჯერებული და ამაყი წარსდგა!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს.

“დღეს პრემიერი, 2023 წლის ანგარიშით, საზოგადოების წინაშე, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, თვითდაჯერებული და ამაყი წარსდგა!
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ანგარიში, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა, ბოლომდე, მისხალ-მისხალ მაინც მოვუსმინე და ჩემთვის საინტერესო თემების გასარკვევად, პრემიერს მეორეჯერ, კვლავ მოვუსმინე… ამ ანგარიშიდან, ყველაზე მეტად, რამაც გამახარა, ის იყო რომ, მუდამ საბრძოლო მდგომარებაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, შინ თუ გარეთ, დღეს ვიხილე, სულ სხვანაირი… დიდი ბრძოლის შემდეგ, მეომარი რომ სახლში ბრუნდება და გახარებული ოჯახის წევრებს, დიდი ხნის ნანატრი, უჩვეულო სიმშვიდით რომ უყვება ამბავს, თუ რა გადახდა მას თავს, იმისთვის რომ სახლამდე მოეღწია… ხოდა, სწორედ #ირაკლიღარიბაშვილმა, ქართველ ხალხთან ერთად, მიგვიყვანა ევროპულ სახლში #შინევროპისკენ🇬🇪🇪🇺🙏✊
ქართველ ხალხს, როგორც იქნა გვეღირსა, აგვიხდა მრავალ საუკუნოვანი ოცნება და ევროკავშირმა, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ✊
ისე, რამდენი სისულელე და ტყუილიც არ უნდა თქვათ და გაახმოვანოთ, ოპოზიციის დეგრადირებულმა და სექტანტებად ჩამოყალიბებულმა ინდივიდებმა, ფაქტი ერთია რომ, ამ ხელისუფლებამ, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და ნდობა გამოუცხადა, შეძლო და თავის დიდი ძალისხმევით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. არამგონია, რომელიმე ოპოზიციის ლიდერს, ჩემზე მეტად უყვარდეს ქართველი ხალხი, მაგრამ იმ სევდის და მწუხრის გასაქარვებლად, რაც მათ ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის გამო მიიღეს, ხშირად ახსენებენ ხოლმე, ქართველმა ხალხმა მიიღო სტატუსი და აქ რა შუაშია “ქართული ოცნებაო”…როცა გქვია ოპოზიცია და არანაირად არ შეგიძლია აღიარო, რომ დამარცხდი, შენი უგნური და ქვეყნის საზიანო პოლიტიკის გამო, რაზე უნდა ელაპარაკოს ასეთ ხალხს, ქართველმა ერმა?… მუდამ ტყუილი, მუდამ ინტრიგა, მუდამ აგრესია, მუდამ გარეწრობა და მსგავსი ქმედებები, ანგრევს ყველაფერს და მათ შორის და მითუმეტეს, ისეთ უსუსურ და ურეიტინგო ოპოზიციას, როგორიც ამ ქვეყანას ჰყავს…
ყველაზე მეტად, იცით რა გამიკვირდა? ყველა ოპოზიციური ლიდერი, საკუთარ თავზე რომ იბრალებდა იმას, რის ჩასაშლელადაც, ყველაფერს აკეთებდნენ, ევროპასა და ამერიკაში…. სწორედ, ამ მოღალტეობრივი პოლიტიკის დაფინანსებაში, მილიონები დახარჯა ოლიგარქმა კეზერაშვილმა. ის ტელევიზიები, რომლებიც წლებია ქართველ ხალხს, სიცრუთა და ინტრიგებით კვებავს, ვინ აფინანსებს მათ, თუარა კეზერაშვლი?….
ხოდა, დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა დეტალურად ჩამოთვალა ის სიკეთეები, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთდა. დიახ, ამ შედეგებისთვის რომ მიეღწია ამ ხელისუფლებას, უამრავი დაბრკოლებები გადალახა. თითქმის არ დარჩა სიბინძურე ამ ქვეყანაზე, კეზერაშვილის ტელევიზიებს რომ არ გაევრცელებიოს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახსა და მის გუნდზე, მაგრამ გაუძლო პრემიერმა, იბრძოლა, იომა, იხმალავა, იკამათა, იღვაწა და მიიღო კიდეც, ქვეყნისთვის სასურველი შედეგი…სწორედ, ამის შემდეგ, ჩვენ, ყველამ ერთად, გეზი ავიღეთ, ჩვენი სახლისკენ, – #ღირსებითევროპისკენ!✊✊🇬🇪🇪🇺
ეს ცალფეხზე მდგომი მონა ტიპები და რუსების დასანახად შარვალჩახდილი “გმირი ქართველები”, ახლა იმას ფიქრობენ ალბათ, ვის მატარებელს ჩაებან და ჩუქუ-ჩუქუს ძახილით, როგორ დაემგზავრონ, კეზერაშვილის ორთქმავალს.🥰
დიახ, დღეს ქვეყნის მეთაურმა, – ირაკლი ღარიბაშვილმა, უამრავ სასიკეთო და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, რაზეც ცხადია ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს, ის რომ, ჩვენს ქვეყანას, უამრავ წარმატებებს ვუსურვებ, ასევე ვიტყვი რომ, ბრძოლასა და შრომას, სულ აქვს აზრი და მინდა, საქართველოს ცხოვრების მომავალი 5 წელი, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წლებად მოიხსენიოს ქართველმა ერმა, ამინ!🙏🙏🙏
#ირაკლიღარიბაშვილი თუკი მიზნად დაისახავთ, გამოგივათ კიდეც, ამაში ღრმად ვარ დარწუნებული!
დღეს, როცა ბატონ პრემიერის ანგარიშს ვუსმენდი, ციფრი 20/30 ამეკვიატა…არ ვიცი რატომ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?🥰
#ბიძინაივანიშვილი 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
#ირაკლიღარიბაშვილი🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
#შინევროპისკენ ❤ 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺“-წერს ლიპარტელიანი.

#ბიძინაივანიშვილი 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
#ირაკლიღარიბაშვილი🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
#შინევროპისკენ ❤ 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺“-წერს ლიპარტელიანი.