“ოჯახიდან გაიპარა და თავისზე 13 წლით უფროს კაცს გაჰყვა“

295

15 წლის გოგონა, რომელმაც ხაშურის საავადმყოფოში ბავშვი გააჩინა, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად დედასთან ერთად, ორი წლის წინ ჩავიდა.

ინფორმირებული წყარო, „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ გოგონა ოჯახიდან გაიპარა და თავისზე 13 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვა.

რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, დედა გამოთხოვდა აქ და გოგონა თან ჩამოიყვანა. სკოლაში კი დადიოდა, მაგრამ მცირეწლოვან ბავშვსაც უვლიდა. ასე ამბობენ, რომ დედის ახალ ოჯახს გაეცალა. კარგი გოგონაა და სადაც გათხოვდა, ისინიც წესიერი ხალხია. ეგ გოგო და ბიჭი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთი უყვართ,“ – ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ორსული გოგონა ოჯახიდან სოციალურმა სამსახურმა გაიყვანა და დედასთან დააბრუნა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, დედის მოთხოვნით, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოათავსა. ორსულობის 26-ე კვირაზე, გოგონა ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ორი დღის წინ, ხაშურის საავადმყოფოში, არასრულწლოვანს ბავშვი შეეძინა და ამ დრომდე, კლინიკაში რჩება. ექიმების განმარტებით, დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კაცი, რომელთანაც გოგონა ცხოვრობდა, ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.