დედა-შვილი ეთო ნია გუგავები გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრები არიან.
ნია ცხოვრების რთული პერიოდისა და მენტალური დაავადების შესახებ გვიყვება.
„მქონდა მენტალური დაავადება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. ვერავის ვესაუბრებოდი ამ თემაზე. ეს ძალიან რთულია, 2 წელი ვიცხოვრე ისე, რომ ჩემს თავში ვგრძნობდი, პრობლემაში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დედისგან სიყვარულს სულ ვგრძნობდი ამ თემაზე საუბარი ვერ დავუწყე. ხიდი ავაშენე და არ ვსაუბრობდი… შევდიოდი ოთახში და სულ ვტიროდი. მეწყებოდა შეტევები“, – ამბობს ნია გუგავა.