“მამუკა იყო უშვილო, ფეხმძიმე ქალთან მიღალატა, მაგრამ ის ბავშვიც არ გაჩნდა” – ნინო კობერიძის ისტორია

387

მსახიობმა ნინო კობერიძემ ნიკა ხაჩიძის გადაცემაში მისი სიყვარულის შესახებ ისუაბრა. ნინო კობერიძის მეუღლე მამუკა კიკალეიშვილი გახლდათ.

“სხვათაშორის სუფრაზე ვისხედით, იქ კარგად ოხუნჯობდა და ვაკოცე. გამიყვანა, მოიხურა კარები და მაგრად მაკოცა. ეს ნიშნავდა რომ მიყვარხარ. 

იყო ნიშნობა, ხელის თხოვნა და ა.შ. დედაჩემი მაინცდამაინც არ იყო კმაყოფილი, გარეგნულად არ მოწონდა. სიძე როცა გახდა როგორც ნამდვილ სიძეს ისე მოექცა. სამეული უყიდა. ბევრი ვალის აღება მოუწია ამის გამო. არასოდეს არ მიეჭვიანა მასზე, მის რომანებზეც კი თანახმა ვიყავი. დედური დამოკიდებულება მქონდა მამუკას მიმართ. 

ვიცოდი ღალატის კონკრეტული ფაქტი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ღალატად არ ჩავუთვალე. ვთქვი წავიდეს, გაისეირნოს, გაიხაროს-თქო. ეს სიყვარულს ახუნებს. 

9 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მამუკა იყო უშვილო და შვილი არ გვყავდა. მამუკამ მიღალატა ფილმის გადაღებებზე მხატვართან. ის იყო ფეხმძიმედ, სხვისგან იყო ფეხმძიმედ და გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა. ამ ქალის მოყვანით რომელსაც შვილი გაუჩნდებოდა, თავის კომპლექსს გადალახავდა და როცა გააჩენდა თითქოს მისი შვილი იყო. მძიმედ განვიცადე დაშორება, ის გოგო სახლში მოდიოდა ჩვენთან. მე წამოვედი მამუკას ოჯახიდან. მებრძოდნენ ძალიან, ჩემი ბინიდან ამოწერა უნდოდა მამუკას და მეგობარმა მითხრა, დეპრესიის დრო არ არის დაიწყე ბრძოლაო. ავიყვანე ძალიან კარგი ვექილი და ეს ბრძოლა მოვიგე. ვისთანაც მიღალატა, ის ბავშვი არ გაჩნდა. აიყვანეს შვილი, ის ქალიც მიატოვა და მოსკოვში მოიყვანა ვიღაც ტანია”- განაცხადა მსახიობმა.