ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ცოლს და­შორ­და

302

“ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ცოლს და­შორ­და. ამის შე­სა­ხებ ის ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძეს­თან სა­უბ­რობს. გა­და­ცე­მის ანონსში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ წე­ლი­წა­დია ოჯა­ხი­დან წა­მო­სუ­ლია.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი:
– არ მჯე­რო­და მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ ამ­ბობ­დნენ, რა­საც ვთა­მა­შობთ, ის მე­მარ­თე­ბაო. დავ­შორ­დით, წე­ლი­წა­დია წა­მო­სუ­ლი ვარ. ძა­ლი­ან დიდი გან­ცდა და ტრავ­მაა.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­მა და მა­რი­ნა ყა­ჭაშ­ვილ­მა ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნეს. პირ­ვე­ლი შვი­ლი კესო, ლე­ვანს 20 წლის ასაკ­ში შე­ე­ძი­ნა. ვა­სი­ლი კე­სოს და­ბა­დე­ბი­დან 9 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა.
წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი დიდი ხნის წინ და­ი­წყო. ლე­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ინ­გლი­სურ­ში ემ­ზა­დე­ბო­და, თა­ვი­სი მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა.

2013 წელს ჟურ­ნა­ლი “რე­ი­ტინ­გი” წერ­და, რომ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი იყო, თუმ­ცა უთან­ხმო­ე­ბა შე­რი­გე­ბით სრულ­დე­ბო­და. მა­შინ ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტთან და­ა­დას­ტუ­რა, რომ შვიდ­თვი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს შე­უ­რიგ­და.