გრანდიოზული ქუთაისური ქორწილის პატარძალი დედა გახდა

112

დიზაინერი მაკო ყაველაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ,ქუთაისში გადახდილი გრანდიოზული ქორწილით, ახლახან დედა გახდა.

მაკოს გოგონა ეყოლა და მას მილა დაარქვა.

სასიხარულო ინფორმაციას და მაკოს ყაველაშვილისა და მისი ქალიშვილის პირველ კადრებს დიზაინერი საკუთარი მაღაზიის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს:

„მოგესალმებათ ქალბატონი მილა.

უღრმესი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის და სიტყვებისთვის. ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. როგორც ვთქვი ბოლო წამამდე ვიკავე და დაიბადა 00:15 წთ-ზე 25.09.2024

ორივე პრინცესას მისი დაბადების დღე აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.