„მაკა ცეცხლს ანთებს ყოველთვის და ეს მომწონს”

18

ნიკოლოზ წულუკიძის გადაცემაში სტუმრად მყოფმა მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა საკუთარ გამორჩეულ ურთიერთობაზე ისაუბრეს:

„რატი არის ისეთი მრავალფეროვანი ადამიანი და იმდენი ნიჭი აქვს ყველა საკითხში, რომ ამას რომ სრულად არ იყენებს, იმდენი რამ არ გვაქვს დუეტს, რაც უნდა გვქონდეს…“, აღნიშნავს მაკა.

„ძალიან დიდი კამათი გვაქვს სიმღერის კეთების პროცესში. თუ მე ვერ სიმღერას, მერიდება მისი გასაჯაროება. კატასტროფულად მორცხვი ადამიანი ვარ და დიდი ხანია, ამას ვებრძვი ჩემს თავში, მაგრამ ნუ 90-იანელი ვარ. მაკა ძრავივით არის, ეს გავაკეთოთ და ის გავაკეთოთო. მაკა ცეცხლს ანთებს ყოველთვის და ეს მომწონს. მეორედ კი არა, მეასედ რომ შევხვდეთ ერთმანეთს, იმდენად ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ისევ დავმეგობრდებოდით…“, დასძენს რატი დურგლიშვილი.