„ირაკლიზე და გელაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ – ნეტავ ამ მომენტში რას იზამდნენ?…“

35

ირაკლი ჩარკვიანი ის მომღერალია, რომლის სიმღერებიც წლების მანძილზე აქტუალურობას არ კარგავს და ყველა თაობისთვის საინტერესო მოსასმენია. ცნობილი მშობლების შვილი, ნანა ჩარკვიანი საზოგადოებისთვის მამის მსგავსად საინტერესო პიროვნებაა. ამჯერად ნანა ჩარკვიანი ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი გახლდათ, სადაც ბლიც-კითხვებს უპასუხა.

ნანამ აღნიშნა, რომ მამა და ბაბუა ყველაზე მეტად ენატრება და ხშირად ფიქრობს მათზე.

მისი თქმით, საკუთარი მომავალი მრავალფეროვანი წარმოუდგენია.

 „ვარ ცნობისმოყვარე. მენატრება და მახარებს, როცა მახსოვს ბავშვობა. მინდა რომ არასდროს დამავიწყდეს. მახარებს და მეამაყება. ჩვენს სახლში ყველაზე ხშირად ბევრი როკი, ბევრი ჯაზი და ბევრი ირაკლი ჩარკვიანი ისმოდა. ასევე 50Cent – ის ალბომები. პირველად მგონი ქეთათოსთან ერთად, ოპერის სცენაზე ვიმღერე. დიდი კაბა ეცვა ქეთათოს და მისი კაბის ქვეშ ვიმალებოდი, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. რომ არა მუსიკოსების ოჯახი, მუსიკა მაინც მეყვარებოდა. არ ვიცი, რთულია წარმოიდგინო, რაც ძალიან უცხოა შენთვის. ჩიტების ჭიკჭიკს, მეგობრებსა და ჩემს ფიქრებს ვუსმენ. ასევე მუსიკას ვუსმენ და დავუბრუნდი როკის ფაზას, ჯიმი ჰენდრიქსს გამოვარჩევდი. ირაკლიზე და გელაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. სულ იმაზე ვფიქრობ – ნეტავ ამ მომენტში რას იზამდნენ? მინდა ჩემი მომავალი მრავალფეროვანი იყოს და არა რუტინული. სულ ერთმანეთის გაღიმება უნდა იყოს ჩვენი, ყველას მიზანი“, – ამბობს ნანა ჩარკვიანი.