ჩცდ-ის მსახიობის ქორწილი ნიუ იორკში 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ – ფოტოები მაშო მელქაძის ქორწილიდან

149

ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობმა მაშო მელქაძემ ჯვარი ნიუ იორკში დაიწერა.

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მან რჩეულზე იქორწინა. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს.

ცნობისთვის, მსახიობის რჩეული და­ვით ქელეხ­საშ­ვი­ლია, რომელიც პრო­ფე­სი­ით ოპე­რა­ტო­რი გახ­ლდათ. ის წლე­ბი მუ­შა­ობ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია “ჯი­დი­ეს­ში”.

ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი ეკატერინე ესებუა აქვეყნებს.

„თავისუფალი თეატრის მსახიობმა მაშო მელქაძემ, 12 წლის თანაცხოვრებისა და ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის რჩეულზე. ვფიქრობ ძალიან ჭკვიანურადაც მიუდგა ამ საკითხს კაცი მრავალ ქარ-ცეცხლში უნდა გამოატარო და ისე დათანხმდე ცოლობაზე.

ოჯახი 7 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. წყვილმა, ჯვრისწერის დღეს, დამბოში მიმიწვია ფოტოსესიაზე. ყოველთვის მახარებს მსახიობებთან მუშაობა. მაშომ ძალიან საინტერესო პატარძლის იმიჯი შემოგვთავაზა“, – წერს ეკატერინე ესებუა ფეისბუქში.