„ამ ადამიანმა, უბრალოდ, აიღო და ბათუმში ბინა გვაჩუქა, რომელიც ჩვენი დასაყრდენი და იმედია”

89

ოთო ნემსაძის მეუღლე, მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ აჩუქა მის მეორე ნახევარს სრულიად უცხო ადამიანმა ბინა ბათუმში.

– ერთ-ერთ ვიდეოში ამბობდი, რომ ბათუმში ბინა გაჩუქეს. როგორც მივხვდი, რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს გულისხმობდი.

– კი, ოთოს ბათუმში ბინა ერთმა საოცარმა ადამიანმა აჩუქა – ბატონმა რამაზ მსახურაძემ. ასეთი ადამიანები, რომლებიც უსასყიდლოდ გასცემენ სიყვარულსა და სიკეთეს, ძალიან ცოტანი არიან. ამ ადამიანმა, უბრალოდ, აიღო და ქონება გვაჩუქა, რომელიც ჩვენი დასაყრდენი და იმედია, რომ თბილისის იქით ჩვენი კუთხე გვაქვს და ყველანაირ რეკლამაზე უარი გვითხრა. რეკლამისთვის არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, მიყვარხარ, ოთო და მინდა, ეს რამით გამომეხატაო. მთელი ცხოვრება ამ ადამიანის მადლიერი ვიქნები და ყველას გისურვებთ, გამოცადოთ ის სიყვარული, რომელსაც მე და ოთო ვგრძნობთ ადამიანებისგან.