“ერთი ნახვით შემიყვარდა“ – ფრანგი ბიჭისა და ქართველი გოგოს სიყვარულის ამბავი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა

80

გადაცემა „შუადღის“ ეთერში ფრანგულ-ქართული სიყვარულის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გმირების ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ფრანგი ბიჭისა და ქართველი გოგოს ვიდეო ერთ დღეში 100 ათასამდე ადამიანმა ნახა.

ჯონათანი და ლელა ერთმანეთს ხუთი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ. როგორც ლელა იხსენებს, ჯონათანი მაშინ მოგზაურობდა და მოგზაურობა უნდა გაგეგრძელებინა, თუმცა ერთი ნახვით შეყვარებამ საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიაღებინა.