“ქართული შოუბიზნესი არ მაინტერესებს“

59

თამო ვაშალომიძე „ტიკ-ტოკზე“ საუბრობს იმ თემაზე, რომ მისი ბრენდის პრეზენტაციაზე მისულმა ვარსკვლავებმა გამარჯობა არ უთხრეს.

„შესაჯიბრი არავისთან არაფერი მაქვს, არც მე, არც ჩემს კომპანიას. უბრალოდ, თუ რაღაცას ვაკეთებ, ჩემს თავს ვუმტკიცებ, მე რა შემიძლია გავუკეთო თამო ვაშალომიძეს. ჩემი კომპანია Tamoskin არის ხალხის კომპანია, ბედნიერი მომხმარებლისგან გამომდინარე, უფრო მეტი და მეტი მოტივაცია მაქვს, შევქმნა ახალი პროდუქტები, განსხვავებული და კარგი და გავიტანო უცხოეთში. გარკვეული პერიოდის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ზოგმა გამარჯობაც კი არ მითხრა, არავინ მონიშნა ჩემი კომპანია. მაშინ ეს ვენეციის ამბები არ მქონდა დადასტურებული. გული დამწყდა, შოუბიზნესის სამყაროში ყველა ვიღაცის ვიღაცაა, ყველაფერი არის ნაცნობობით, არსებობს სექტები. თუ დააკვირდებით, არასდროს ვარ მიწვეული ღონისძიებებზე, ეს ჟურნალის პრეზენტაცია იქნება თუ სხვა რამ, იმიტომ, რომ არ მივეკუთვნები არც ერთ სექტას, ჩემთვის ვარ და არავისთან ვმეგობრობ. გული დამწყდა, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ ჩემი კომპანია გაეცნო მთელ მსოფლიოს. ბევრი საინტერესო შემოთავაზება მაქვს. უცხოეთიდან მწერენ, გაგზავნილი მაქვს პროდუქცია. მინდა, „თამოსკინი“ წავიდეს ევროპაშიც და ამერიკაშიც.

რაც შეეხება ჩვენს შოუბიზნესს, არავინ და არაფერი მაინტერესებს. შოუბიზნესისთვის არ ვცოცხლობ, ვცოცხლობ ჩემი ოჯახისა და ბავშვებისთვის. არ მიყვარს არარეალური რაღაცების ლაპარაკი. მირჩევნია, საქმით დავამტკიცო“.