“გიორგი ბარათელი გარდაიცვალა… ნათელში იყავი ჩემს ოჯახს მსხვერპლად შეწირულო ადამიანო”

85

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მამის, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელის გარდაცვალების შესახებ წერს:

“მოხდა ის, რისიც 2007 წლის 20 მაისიდან მეშინოდა – გიორგი ბარათელი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამბავი 1 ოქტომბერს, ღამით, სანდო ადამიანისგან შევიტყე. მითხრეს, რომ  გარდაიცვალა ზაფხულში, თბილისში, გულით. მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამის უტყუარობაში ეჭვი არ უნდა შემეტანა, ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერე. გადავამოწმე და ახლა მითხრეს, რომ მართალია. 

საკვირველი ისაა, რომ გარდაცვლილა შარშან, 2023 წლის აგვისტოში და აქამდე, არაფერი გამიგია, მაშინ, როდესაც კეთილი მეგობრების წყალობით, საფრანგეთსა და გერმანიაში ვაგნებდი. 

ნათელში იყავი, გიო, ჩემს ოჯახს მსხვერპლად შეწირულო ადამიანო! დაგიცავ, სანამ პირში სული მიდგას! 

ბართელის გულით გარდაცვალების არ მჯერა! 

ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია – წერს რუსუდან ბარათელი.

ცნობისთვის, გიორგი ბარათელი გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა. შარაძის ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და  აცხადებს, რომ აკადემიკოსი იმდროინდელი  ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს.