ნინო ნადირაძე „პოსტალიონს“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ინარჩუნებს ფორმას:
„ვიცი ჩემი ნაკლი და სხვის კომპლიმენტებს არ ვითვალისწინებ. მყავს დედა, რომელიც სარკეში ჩამახედებს და რეალობას დამანახვებს. კომპლიმენტის მოსმენა ყველას სიამოვნებს და უხარია, მაგრამ არ მჯერა. ყოველთვის ვაკონტროლებ კვების რეჟიმს, ახალგაზრდობაში 17 წელი ვმორიგეობდი და ეს ძალიან დამეტყო სახის კანზე… ვვარჯიშობ ყოველდღე. ვსარგებლობ გუგას ბოტოქსის ინიექციებით, მიმიკური ნაოჭებისთვის. გელებს არ ვიყენებ. ვცდილობ, კარგი კრემები გამოვიყენო. თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ…“
კითხვაზე, რომ ის არის შემდგარი ქალბატონი, ნინო ნადირაძე აღნიშნავს: „შემდგარია ის ქალბატონი, რომელსაც ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და არაფერს აკეთებს. ახლა თქვენმა მძღოლმა სამსახურში მომაკითხა და წამომიყვანა… ჩემთვის ჯანსაღი კვება არის ნახევრად შიმშილი, ვსვამ ვიტამინების დანამატებს…“