„ჯვარი დავიწერეთ ნიუ იორკში, უკრაინულ ტაძარში, სადაც წმინდა მატრონას სასწაულმოქმედი ხატია…“

92

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, მაშო მელქაძე წლებია, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ახლახან მან ქორწილი გადაიხადა და გამომწერებს სოციალურ ქსელში ფოტოები გაუზიარა. მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს“ ქორწილის დეტალებს უზიარებს.

მაშო მელქაძე:

„ჩემს ქმარს ოცი წლის წინ შევხვდი. ვიყავით საუკეთესო მეგობრები. შემდეგ მივხვდით, მეგობრული სიყვარული სერიოზულ სიყვარულსა და გრძნობაში გადაიზარდა და 12 წლის წინ ოჯახი შევქმენით. არასდროს დამავიწყდება ორიგინალური ხელის მოწერა (იცინის). ქორწილს ვაპირებდით, მაგრამ გადაიდო და გადაიდო…

ჩვენი ჯვრისწერა სპონტანურად დაიგეგმა. ჩემი ქმარი აქ სხვა შტატში მუშაობს. ორი დღით ადრე ჩამოვიდა და ბოლო დღეს გადაწყდა ჯვრისწერა. ორი კაბა შევარჩიე და ულამაზესი ფოტოსესია გამოვიდა. სულ გვქონდა ჯვრისწერის სურვილი, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხეთ. ჩემი დაბადების დღე 20 სექტემბერია, თანაცხოვრებაც ამ დღეს და რიცხვში დავიწყეთ და ჯვრისწერაც ამ დღეს დავამთხვიეთ. ჯვარი დავიწერეთ ნიუ იორკში, უკრაინულ ტაძარში, სადაც წმინდა მატრონას სასწაულმოქმედი ხატია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხატი და მფარველია. ქართული კუთხეც არის, ძალიან მიყვარს ამ ეკლესიაში სიარული და ამიტომ, იქ დავიწერეთ ჯვარი.

იმიჯი ვინ შეგირჩია?

პატარძლის კაბა ყველას გრძელი და საზეიმო წარმოუდგენია. მე კი პირველად ვირგებდი საპატარძლო იმიჯს და მინდოდა, თან, ლამაზი ყოფილიყო, თან საზეიმო და თან ორიგინალური. ამიტომ მოკლე, სადა დეკოლტე კაბა შევარჩიე და ზემოდან შემოცმული პიჯაკი…“