„როცა სახეში მოვარტყი, მაქსმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, იშვიათად ხდება ასე, ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა…“

44

ისტორიაში პირველად, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ილიამ კომენტარი გააკეთა, რომელსაც crystalsport-ი ავრცელებს.

„არ ვიცი რა ვთქვა. ისეთი ლეგენდის დამარცხება როგორც ჰოლოვეია, უბრალოდ დაუჯერებელია. მთელი მისი კარიერის განმავლობაში მაქსი ჩემი შთაგონების წყარო იყო. როცა სახეში მოვარტყი, მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. იშვიათად ხდება ისე, რომ მაქსი უკან იხევს. ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა“ – თქვა თოფურიამ.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.