„ბავშვობაში ვინმეს, რომ ეთქვა, შენს საყვარელ მომღერალთან ერთად არჩევნების რიგში 6 საათი იდგებიო, არ დავიჯერებდი“

20

მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებლის, ვახტანგ მუსელიანის ქალიშვილმა, ქეთევან მუსელიანმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ლონდონში მიიღო.

არჩევნებში ხმის მიცემის რიგში მდგომი, კი ქართველ მომღერალ ქეთი მელუას შეხვდა.

ქეთევან მუსელიანი ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ბავშვობაში ვინმეს, რომ ეთქვა, შენს საყვარელ მომღერალთან ერთად არჩევნების რიგში 6 საათი იდგებიო, არ დავიჯერებდი. რომ დავინახე, სიხარულისგან დავფრინავდი. ძალიან მერიდებოდა ფოტოს გადაღება მეთხოვა, რადგან ვიცი, ბევრი ადამიანი ეუბნება. თუმცა ორჯერ გადავიღეთ დღეც და ღამეც. ულამაზესი, უკეთილშობილესი, უთბილესი ადამიანი. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მისი გაცნობა. It’s a pleasure to meet you Katie Melua“