შეყვარებულთან დაშორების შემდეგ შარლიზ ტერონი გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა

40

შარლიზ ტერონი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა, – იუწყება Daily Mail-ი.

ახალი პარტნიორის საძიებო აპლიკაციაში „Raya“ 49 წლის შარლიზ ტერონი ნამდვილი სახელით არ არის, თუმცა, მან თავისი ოფიციალური Instagram-ი მიაბა.

ტერონის რომანტიკული ურთიერთობები მოდელ ალექს დიმიტრიევიჩთან ხანმოკლე აღმოჩნდა და დახლოებით წელიწად-ნახევარი გაგრძელდა.

რაც შეეხება გაცნობის აპლიკაციას, შარლიზი არ არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც მსგავსი ტიპის აპლიკაციას იყენებს. „Raya“-ში დარეგისტრირებული იყვნენ ჩენინგ ტატუმი, შერონ სტოუნი, კარა დელევინი და სხვა ვარსკვლავები.