“ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტური იყო, არ ვიცნობდით ერთმანეთს“

62

მსახიობი მარიამ ჯოლოგუა გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გარდაცვლილი ყოფილი მეუღლის, კოტე თოლორდავას შესახებ საუბრობს.

მარიამს და კოტეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ.

„ჩემი და კოტეს დაშორება მძიმედ გადაიტანეს. განსაკუთრებით დედამ, რადგან ძალიან მოულოდნელი და ადრე იყო. 19 წლის ვხდებოდი. ქორწინებამ 4 წელი გასტანა. ახლა ჩვენ კოტეზე ვიწყებთ საუბარს, არავის ახსოვს, რომ მე ამ თემაზე მელაპარაკოს საჯაროდ. ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე, მაგრამ უკვე დიდი დრო გავიდა და რაღაცეების მოყოლა შემიძლია.

ქვეცნობიერში, რა თქმა უნდა, დაშორების მიზეზი გახდა ისიც, რომ მსახიობი იყო. პირველს მას მოვეწონე და იმდენად უკომპლექსო იყო, რომ პირდაპირ, ღიად გამოხატავდა. ჩვენი ურთიერთობა იმდენად კონფლიქტური იყო, რაც ბუკას ახსოვს, რომ კითხვები უბრალოდ არ ექნებოდა. არ ვიცნობდით ერთმანეთს როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით და მერე მივხვდით, რომ ერთმანეთიც არ მოგვწონდა“, – საუბრობს მარიამ ჯოლოგუა.