ანჯელინა ჯოლი ჯიმი ფელონის შოუში ფეხშიშველი მივიდა. 49 წლის მსახიობი და რეჟისორი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა შავ კაბაში.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ არ აცვია მას ფეხსაცმელი, ჯოლიმ უპასუხა, რომ მან ფეხზე ტრავმა მიიღო.
„თითი მოვიტეხე და შესაფერის ფეხსაცმელს დიდხანს ვეძებდი, თუმცა ვერ ვიპოვე, ამიტომ ფეხშიშველი მოსვლა გადავწყვიტე“, – განაცხადა სიცილით ვარსკვლავმა.
ჯოლიმ შვილებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ არ სურთ პოპულარობა.
„ჩემი შვილები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც მშვიდი ცხოვრება სურთ, არადა ისინი ძალიან ხშირად ხვდებიან ფოტოობიექტივში, განსაკუთრებით შაილო, მას ყველაზე მეტად სურს ჩრდილში ყოფნა“, – განაცხადა ანჯელინამ.