“პატარა ტატას გაუმარჯოს“ – ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის უსაყვარლესი და ერთი წლის გახდა

108

ორი წლის წინ ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის და ერთი წლის გახდა.

გოგონას დედა, ანა შოშიაშვილი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს და „ინსტაგრამის“ გვერდზე სხვადასხვა მილოცვას აზიარებს.

ტატა მეფარიშვილს დაბადების დღეს მოდელი თიკო ჩხეიძე ასე ულოცავს: „პატარა ტატას გაუმარჯოს! დღეგრძელი იყოს. ეწეოდეს წმინდა ბარბარეს მადლი…“

მარიტა მეფარიშვილი 2022 წელს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა…