ინგლისში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას ბაბუა გარდაეცვალა.
მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს, ბაბუასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას საჯაროდ, ემოციური სტატუსით ემშვიდობება:
„მადლობა, რომ ყველაზე საუკეთესო ბაბუა იყავი, მშვიდად განისვენე“– წერს ქეთი მელუა.