“აი რომ მეუბნებით გამზრდელი დედა გამოაჩინეო ა, ბატონო…“ – ცისნამი საყვარლიშვილი დედის კადრებს გვიზიარებს (ვიდეო)
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მშობლები იპოვა და ასევე ბიოლოგიურ მამას შეხვდა, გამზრდელი დედის კადრებს გვიზიარებს.
ქართველი ემიგრანტი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, საქართველოში იმყოფება:
„ჩემზე დიდი ამაგი აქვს. მან მე, სხვისი შვილი ისე გამზარდა, როგორც თავისი“…
„აი რომ მეუბნებით გამზრდელი დედა გამოაჩინეო, ა, ბატონო, ჩემი დედიკო და ძამიკო. ამ უბრალო და საყვარელ ხალხთან ერთად გავიზარდე, დიდ, მუსიკალურ ოჯახში… გილოცავთ“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
„შვილსაც უნდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ მას ბოროტმა ძალებმა დააჯერეს რომ მე ცუდი ვარ, ის ჩემთან ცუდად იყო და ჩემამდე არ უშვებენ“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.