“ახლა აქ 3 ბანკროტს ხომ ნაღდად ხედავთ?.. ნაქირავები ხალხით ჩაატარეს არჩევნები და წამლად ვეღარ იპოვეს ვერცერთი, რომ გაყალბება გაეპროტესტებინათ”

130

ნაქირავები ხალხით ჩაატარეს არჩევნები და წამლად ვეღარ იპოვეს ვერცერთი, რომ გაყალბება გაეპროტესტებინათ – „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ქართული პოლიტიკის უბედურება ერთ ფოტოში.

სამი ადამიანი დგას.

სამივე პოლიტიკური ბანკროტია. 

ოთხი ვართო, ამტკიცებენ. 

ნაქირავები ხალხით ჩაატარეს არჩევნები და წამლად ვეღარ იპოვეს ვერცერთი, რომ გაყალბება გაეპროტესტებინათ.

მიხვდნენ რომ ხალხმა გადარეცხა და არანაირი მოჭიდება არ გააჩნიათ. 

იფიქრეს და მოიფიქრეს ხავსი – ბარიერის გადალახვა, ოღონდ ბარიერის გადალახვა იმ არჩევნებში, რომელიც მათივე მტკიცებით 400-500 ათასი ხმით გაყალბდა. 

ახლა აქ სამ ბანკროტს ხომ ნაღდად ხედავთ? 

სინამდვილეში ოთხი ვართო, ამტკიცებენ – ეგ რომ არ ამტკიცონ, ბარიერიც გაუტრუხდებათ, როგორც

ხავსი და ხავსსაც ვეღარ მოეჭიდებიან. 🦦

p.s. გახარია რაც მალე იტყვის რომ ამ ყველაფრისგან შორს თავს იმიტომ იჭერს, რომ ფარსია – მით უკეთესი იქნება მისთვის“ – წერს ჩერგოლიშვილი სოციალურ ქსელში.