“დამისვეს კიბოს დიაგნოზი, ჩემს ირგვლივ ყველა ტიროდა და უკვე მემშვიდობებოდნენ… ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა გვითხრა, რომ დიაგნოზი არასწორი იყო”

21

ბოლო წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო, რად­გან 2023 წლის 20 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ასსაყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე, პეტ­რე კუ­ჩე­რენ­კო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­გე­დი­ი­დან უკვე მრა­ვა­ლი თვე გა­ვი­და, მომ­ღე­რა­ლი ვერ ეგუ­ე­ბა და­ნა­კარგს.

“რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ვერ ვი­ტან, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან: “მან შენს გვერ­დით 18 წელი გა­ა­ტა­რა“. ვინ თქვა, რომ ეს წლე­ბი საკ­მა­რი­სი იყო ჩემ­თვის? სი­ცა­რი­ე­ლე არის სი­ცა­რი­ე­ლე”, – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ღურწკა­ი­ამ სა­კუ­თარ თავ­ზე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­ამ­ჟღავ­ნა. მომ­ღე­რალ­მა გა­იხ­სე­ნა, რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რა ექი­მე­ბის დი­აგ­ნოზ­მა – რო­დე­საც უთხრეს, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს კიბო ჰქონ­და. ამის მოს­მე­ნი­სას ერ­თა­დერ­თი რა­ზეც აღელ­და ეს იყო შვი­ლის ბედი. არ უნ­დო­და, რომ ბიჭი დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ექი­მებ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვეს.

ჩემს ირ­გვლივ ყვე­ლა ტი­რო­და და უკვე მემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ – მთე­ლი ოჯა­ხი… მე კი თით­ქოს ამის არც შემ­ში­ნე­ბია. სხვა­დას­ხვა ექიმ­თან ვი­ყა­ვით, ბო­ლოს ერთ-ერ­თმა ექიმ­მა გვი­თხრა, რომ დი­აგ­ნო­ზი არას­წო­რად და­მის­ვეს. ამ დროს პეტ­რეს ჩემ­ზე მე­ტად ეში­ნო­და” – იხ­სე­ნებს ღურწკა­ია.

საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას დი­ა­ნამ გა­იხ­სე­ნა, რო­გო­რი ემო­ცი­ე­ბით ელო­და ბავ­შვის გა­ჩე­ნას. ექი­მე­ბის თქმით, არ­სე­ბობ­და რის­კი, რომ შვილ­საც იგი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნო­და, რაც მას, ამი­ტომ ღურწკა­ია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას და რე­გუ­ლა­რუ­ლად იტა­რებ­და გა­მოკ­ვლე­ვებს.

„თა­ვი­დან მწყინ­და კი­დეც, რომ არა­ფე­რი მჭირ­და. ისე ძა­ლი­ან ვე­ლო­დი ტოქ­სი­კოზს, მინ­დო­და გა­მო­მე­ცა­და! და როცა ეს მო­მენ­ტი დად­გა, კონ­ცერ­ტე­ბის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. მახ­სოვს, სულ თან დამ­ქონ­და ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, ლი­მო­ნი… ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ორ­მა­გი კონ­ტრო­ლი მჭირ­დე­ბო­და…

მე­ში­ნო­და, რომ ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა ჩემი ბედი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. თუმ­ცა რო­დე­საც ეს პეტ­რეს­თან გან­ვი­ხი­ლე, ორი­ვე მზად ვი­ყა­ვით რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მას სი­ხა­რუ­ლით დავ­ხვდე­ბო­დით. ჩემი მე­უღ­ლე არა­სო­დეს მაჩ­ვე­ნებ­და ნერ­ვი­უ­ლო­ბას. სულ ჩემს გვერ­დით იდგა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად გავ­დი­ო­დით“, – გა­ნა­ცხა­და დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა.