მსახიობ ბუბა მირცხულავას ყველა იცნობს, როგორც ბაქარის როლის შემსრულებელს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”. ეკრანული გმირისგან განსხვავებით, ბუბა ძალიან კარგი ქმარი და მამაა.
ბუბა და მისი რჩეული სოფო ანდღულაძე 2020 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა, შემდეგ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, 2021 წლის ზაფხულში კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდები მალე მშობლები გახდებოდნენ.
მას და მის მეუღლეს პირველი შვილი – ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ზურაბი (ზუკა) დაარქვეს.ბუბა დიდ დროს ატარებს თავის ცოლ-შვილთან და ცდილობს, ბავშვის აღზრდაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
სულ ახლახან კი წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ასე რომ, ბუბა ახლა ორი შვილის მამაა. პატარა პრინცესასთან ერთად გადაღებული ფოტო მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.