ვინ არის ალექსანდრე თოფურიას შეყვარებული? ჩემპიონი ძმა, დიდი ოჯახი და პირველი ნაბიჯი დიდი წარმატებისკენ: გაიცანით 29 წლის ვარსკვლავი

33

დღეს ყველა ალექსანდრე თოფურიას შესახებ საუბრობს – UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ბრძო­ლა მო­ი­გო და მსაჯ­თა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ავ­სტრა­ლი­ე­ლი კოლ­ბი თიქ­ნე­სი და­ა­მარ­ცხა. ეს ალექსანდრესთვის პირველი გამარჯვება, ხოლო კოლ­ბისთვის – კარიერაში პირველი მარცხი იყო. 

ალექსანდრე თოფურია მანამდეც არაერთხელ მოქცეულა ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში. 2024 წლის 18 თებერვალს, როცა ილია თოფურიამ ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და შავი ქამარი მოიპოვა, ოქტაგონზე აქტიურად ისმოდა ქართული შეძახილები, მითითებები და გამხნევება – ეს სწორედ ალექსანდრეს ხმა იყო – ის ძმის, ილიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მწვრთნელია.

ცნო­ბი­ლია, რომ ალექ­სან­დრე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მისი რჩეული, ილიას მსგავსად, უცხოელია. ალექ­სან­დრე სა­ჯა­როდ საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ილია თო­ფუ­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე გა­მოჩ­ნდა, თუმცა თავად მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს არასდროს აქვეყნებს. არ იძებნება არც ალექსანდრეს მეგობარი გოგოს საჯარო პროფილი სოციალურ ქსელში.

ის 26 წლის ლამაზმანის სახელი ბელენ სარიონ ვილედაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა გაყიდვების სფეროში საქმიანობს და 2019-2020 წლებში ესპანეთში, ადგილობრივი პარფიუმერიის მაღაზიაში მუშაობდა.