”პოლიტიკური კარიერის ხარაკირი გაიკეთა გვარამიამ ამ პოსტით, იმენა დიდი და საბოლოო ლოდი დაადო მის ისედაც შერყეულ იმიჯს“

1,017

მაია ორჯონიკიძე ნიკა გვარამიას ნაკრების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

”პოლიტიკური კარიერის ხარაკირი გაიკეთა გვარამიამ ამ პოსტით, იმენა დიდი და საბოლოო ლოდი დაადო მის ისედაც შერყეულ იმიჯს. კომენტარებში წარღვნა ხდება…მისივე ყოფილი მხარდამჭერებისგან-გაოგნებული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ადამიანებისა, რომლებიც ღიად უწერენ თუ როგორ ნანობენ ოქტომბერში მას ხმა რომ მისცეს. ჰო, ასე იცის დაუოკებელმა ამპარტავნებამ და საკუთარი შესაძლებლობების სრულიად არაადეკვატურად შეფასებამ…დიახ, “პოლიტიკა ლობიოობა არ არის”.
აი პოლიტიკოსს კი არა, რიგით მოქალაქეს რომ არ უნდა დაეწერა, ისეთი პოსტია.”