ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ბესო ხარძიანთან “კუს ტბიდან” გამომდინარე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ნამდვილად დიდი ადამიანი და ღირსეული ქართველი იყო. იმ დროს ჩვენს ჯგუფს ბევრი რამით ეხმარებოდა, ყველანაირად გვიწყობდა ხელს რომ განვვითარებულიყავით და “კუს ტბის” სცენაზე ხშირად გაგვემართა კონცერტები.(მე ვერავის ვერ დაუვიწყებ სიკეთეს რაც გაკეთებული აქვს ჩვენთვის)
ჩემთან საუბარში მას მოყოლილი აქვს ის სისასტიკე რაც მან გაიარა, ეს ერთის მხრივ არის დიდი ადამიანური ტრაგედია, მეორე მხრივ კი სახელმწიფო ინსტიტუტებში არსებული სისტემური დანაშაულის ანატომია.
მიხარია რომ საპარლამენტო კომისია აღნიშნული საქმით დაინტერესდა, მჯერა სამართალი იზეიმებს და ყველა დამნაშავე უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ღმერთმა მოიხსენოს ბესიკ ხარძიანის სული!ამინ🙏”