“მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა… ვამაყობ ჩემი მშობლებით”

110

ტელეკომპანია “იმედი” ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი გადაცემაში “ნოესთან” ოჯახსა და კარიერაზე საუბრობს.

“ოთარ კიტეიშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც  ძვირფასია ოჯახი, უპირველესი საქმე კი, რომელსაც აკეთებს, არის ფეხბურთი.

4 ძმები ვართ, ერთად ვიზრდებოდით რუსთავში. მამა დილიდან საღამომდე მუშაობდა, დედა გვზრდიდა 4 ბიჭს, ვამაყობ ჩემი მშობლებით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან, მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე”, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.