“ეს სასწაულია, თვალებზე ცრემლი მომადგა…“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე

131

ტრაგიკულად დაღუპული, შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

როგორც კადრში ვხედავთ, ერთ-ერთმა გვერდმა მას შორენას და მისი პატარების ნახატი გაუგზავნა.

„ეს სასწაული საჩუქარია ჩემთვის. თვალებზე ცრემლიც კი მომადგა…დიდი მადლობა „ანნას ნახატები • Anna’s nakhateb-ს“, – წერს გიგა ცხელიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.