დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ლეგენდარულ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს რაინდის ტიტულს მიანიჭებს.
The Guardian-ის ცნობით, ეს მომავალ კვირას, მეფის დაბადების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება. ამის შემდეგ 50 წლის ფეხბურთელი სერი გახდება, მისი მეუღლე ვიქტორია კი ლედი.
პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.
დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.