“რთულ ემოციებში ვარ, შემთხვევით გადამიღია ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია“

69

22 მა­ი­სის დი­ლას, უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა 29 წლის მეს­ტი­ე­ლი ალ­პი­ნის­ტი, მო­თხი­ლა­მუ­რე და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი. მომ­ხდარ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია:

სვა­ნეთ­ში, უშ­ბის მთა­ზე ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 3600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 3 ადა­მი­ა­ნი უვ­ნებ­ლად აიყ­ვა­ნეს ვერ­ტმფრენ­ში, ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლიც.

ვლო­გე­რი, ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ჯო­ბა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს კად­რებს, სა­დაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკო ფა­ლი­ა­ნის უკა­ნას­კნე­ლი ექ­სპე­დი­ცი­აა გა­და­ღე­ბუ­ლი.
“დი­ლი­დან ძა­ლი­ან რთულ ემო­ცი­ებ­ში ვარ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი გა­და­მი­ღია – ნიკო ფა­ლი­ა­ნის უკა­ნას­კნე­ლი ექ­სპე­დი­ცია უშ­ბა­ზე. გუ­შინ ღამე გვერ­დზე დავ­დე ჩემი სვა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ვი­დეო. მა­ლე­ვე მომ­წე­რა ახ­ლო­ბელ­მა, რომ პირ­და­პირ ჩანს ნი­კოს ას­ვლა უშ­ბა­ზეო. მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვოგნ­დი, ვერ გა­ვი­აზ­რე. მე ვი­ცო­დი, რომ ეს დიდი ტრა­გე­დია იმ ღა­მეს მოხ­და და ამას ვი­დე­ო­შიც ვამ­ბობ, მაგ­რამ პირ­და­პირ თუ ჩან­და არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, ამ­დენ ვარ­სკვლა­ვებ­ში და ნა­თე­ბებ­ში არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა უშ­ბა­ზე ფან­რე­ბით ცოც­ვას.

შემ­დეგ მო­ვა­ახ­ლო­ვეთ კად­რი კარგ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში და გა­მოჩ­ნდა ეს ტრა­გი­კუ­ლი ლაშ­ქრო­ბა… ძა­ლი­ან რთუ­ლი და უცხო შეგ­რძნე­ბაა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ იმ ღა­მეს, ერთ მხა­რეს ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და და მე­ო­რე მხრი­დან შენ ამ ყვე­ლა­ფერს იღებ­დი… ვი­დე­ო­შიც ვამ­ბობ, რომ ამ ღა­მის გა­ლაქ­ტი­კის კად­რებს ვუ­ძღვნი ნი­კოს ხსოვ­ნას და ცალ­კეც მოვ­ჭე­რი ეს ვი­დეო, რომ ცალ­კე ვი­დე­ოდ იყოს, ჩემი პი­რა­დი კად­რე­ბის გა­რე­შე… მე ნი­კოს არ ვიც­ნობ­დი პი­რა­დად, თუმ­ცა, ნა­ნა­ხი მქონ­და მისი სა­ო­ცა­რი ვი­დე­ო­ე­ბი სრი­ა­ლის და ა.შ. და, რო­გორც ყვე­ლა ისე მეც ვა­მა­ყობ­დი, რომ ქარ­თვე­ლი იყო და ასე­თი იყო…” – წერს ჯო­ბა­ვა

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას

დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარ 😭

სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე.

გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე.

მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას.

შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა…

ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი…

ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე…

მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო…

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას.

სრული ვიდეოს ლინკს ვტოვებ კომენტარებში.

Posted by The Family Guys on Friday, June 6, 2025