“ყველაფერს შევძლებთ და გამოვა-მეთქი, დიდხანს ვამბობდი, მაგრამ მაინც დავშორდით”

5

მსახიობი რუსკა მაყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის, “სხვა ნანუკას” სტუმარი იყო. რუსკამ გადაცემის ფარგლებში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ყოფილ მეუღლესა და შვილებზე.

“ბავშვები ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით არიან – იმდენად მარტივად მივუდექი მეც, რომ ბევრად გამიმარტივდა პროცესი. გაჩენის დღიდან მაუგლებივით გაიზარდნენ. მთელი სამეზობლო გიჟდება კატოზე. კატო მაგონებს ჩემს თავს, მგონია, რომ მე მგავს – დგას და მღერის, ცეკვავას, ვიდეოებს იღებს, ძალიან სასაცილოა. მეც ბავშვობაში ყველგან ვმღეროდი და ვცეკვავდი, არ მრცხვენოდა არასდროს.

მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე უკვე ძალიან დიდი ცუდი რაღაც ხდება. ემატება, ემატება ერთმანეთს, შენი ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ. ტვინში არასდროს მქონდა დაშვებული ორი რამ – რომ ბებიაჩემი გარდაიცვლებოდა და ოჯახი დამენგრეოდა. ეს ორი რაღაც უცნაურად მქონდა ჩაკეტილი. ყველაფერს შევძლებთ და გამოვა-მეთქი, დიდხანს ვამბობდი.

მეც ძალიან ბევრ რამეში ვარ დამნაშავე და – ისიც. როცა ურთიერთობა უკვე ტოქსიკური გახდა, ბავშვებმაც იგრძნეს ეს. ჩემთვის ამ დროს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვები იყო. მეშინოდა, რომ ისინი ინერვიულებდნენ.

შემდეგ ვთქვი, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და რატომ არ უნდა ვიყოთ კარგად, მეც და ეს ბიჭიც-მეთქი. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა არ იყო.”