“არ მყავს შვილი- უშვილობა ეს დიდი კომფორტია ადამიანისთვის”

4

“არ მყავს შვილი- უშვილობა ეს დიდი კომფორტია ადამიანისთვის, იმიტომ, რომ… ნუ, იცით თქვენ თვითონ, ვისაც შვილები გყავთ, არ გჭირდებათ ამის ახსნა-განმარტება”, – ამბობს ია ფარულავა საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

როგორც მსახიობი განმარტავს, ის ამ საკითხზე კითხვებსა თუ რჩევებს წლების მანძილზე ხშირად იღებდა. თავად კი თვლიდა, რომ ყველა ქალს არაა საჭირო, ჰყავდეს შვილი:

“ბევრს არ უნდა, რომ ჩემი სილამაზე და გენეტიკა დაიკარგოს და ნაზად და ტაქტიანად მწერს ინბოქსში შვილის თემაზე. ადრე რაც იყო, იყო… მადლობა ღმერთს, აბორტი არ ვიცი, რა არის… ახლა ასეთი სურათი გვაქვს: იმისთვის, რომ შვილი მყავდეს, მჭირდება სხვისი სპერმა, სხვისი კვერცხუჯრედი და სხვისი საშვილოსნო და შვილი ვის დაემსგავსება???? ვისი გენეტიკა ექნება, მოვრჩით თემას???? დისკუსიაში არ შევდივარ არავისთან, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა ქალს არაა საჭირო ყავდეს შვილი, როგორც გინდათ, გაიგეთ.

თუ ქალმა შვილი 9 თვე არ ატარა, მთელი მისტიკა და საიდუმლო იკარგება ჩემთვის.

დედობა ხანდახან დიდი ბედნიერებაა და ხანდახან უდიდესი სიმწარე…. ვის რას გაუშალაშინებს ბედი… როცა ღმერთი ასე დაჟინებით არ გაძლევს შვილს, ესე იგი რაღაცისგან გიცავს”, – ამბობდა ია ფარულავა.