რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ხელფასი არასრულად ჩაურიცხეს

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიკა დავრაშელიძე პოსტს აქვეყნებს.

“დაახლოვებით 30 წელია ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თუ კი რამე მომხდარა ამ წლების განმავლიბაში, ჩემს უსაყვარლესს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად გადატანილი მაქვს, თბილისი, ცხინვალის, აფხაზეთის ომი, მხედრიონის და გვარდიის დრო, გოსპიტლად გადაკეთებული რესპუბლიკრი და “ყაზარმული” რეჟიმიც გამივლია, 2008 წლის ომიც, ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად, სრული ენთუზიაზმით ვიმუშავეთ, თითქმის უხელფასოდ, სადაც არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია არაფერზე, რაც გქონდა იმას ვუნაწილებდით ერთმანეთს ის გავიტანეთ და მოვიტანეთ რესპუბლიკური საავადმყოფო. ეხლა რა ხდება გადავირიე ამ რეჟიმში მომუშავე პერსონალს რომ, მარტის ხელფასს არ მისცემ აქამდე და ივნისის თვეში 50% (300 ლარის) ჩაურიცხავ , რას ნიშნავს ვინმემ გამაგებინოს, covid-19 დამთავრდა და აღარ არსებობს არაფერი? სირცხვილს რას ეძახის ამის გამკეთებელი ვერ გავიგე სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდია ჩემო მეგობრებო“-წერს დავრაშელიძე.

 

ასევე იხილეთ