„არ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულიყო, შვილები არ მყოლოდა…“

ნინო სურგულაძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ნინოსა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.

ნინო სურგულაძე:

„ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილები და მე ვხედავდი, როგორი მზრუნველი მამა იყო. ჩვენს დიდ სიყვარულთან ერთად ეს ერთ-ერთი ფაქტორი აღმოჩნდა. მეუღლედ და მომავალი შვილების მამად სწორედ ისეთი მამაკაცი შემხვდა, როგორსაც ვნატრობდი.

შვილებზე ყველა ქალი ოცნებობს და არც მე ვიყავი გამონაკლისი. მოგეხსენებათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს მუშაობა და ფრენა ხშირად მიხდებოდა. აეროპორტში ყოველთვის მამა მაცილებდა, რომელიც ფიზიკოსი იყო და თვითმფრინავის ყველა დეტალი შესანიშნავად იცოდა. მეუბნებოდა, მშვიდად იფრინე, ნინო, ეს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტიაო. რამდენჯერმე მოვხვდი ტურბულენტურ ზონაში, სადაც გადარჩენის შანსი ცოტა იყო. საყოველთაო პანიკისას მეც მეშინოდა, მაგრამ გულში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ აუცილებლად გადავრჩებოდი, რომ არ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულიყო, შვილები არ მყოლოდა…

როგორც ნინო სურგულაძე ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახზე ძვირფასი არაფერია.

ასევე იხილეთ