დუბაიში გამართული შიშველი ფოტოსესიისთვის რუს მოდელებს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებათ

შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში დაკავებულ რუსეთის 10-მდე მოქალაქეს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებათ, ფოტოსესიის ორგანიზატორებს კი 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების პოლიციამ დუბაიში 10 გოგო დააპატიმრა, რომლებიც Dubai Marina-ს სასტუმროს აივანზე შიშველი ფოტოსესიისთვის პოზირებდნენ. საერთო ჯამში, შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში 40-მდე პირია დაკავებული.

ფოტოსესიის მონაწილეებს 6 თვიანი პატიმრობის გარდა, ჯარიმის – დაახლოებით 1 390 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ღონისძიების ორგანიზატორს კი 14 000 აშშ დოლარის.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ დაკავებულები შეიწყალოს.

ასევე იხილეთ