ფარაონთა აღლუმი – მუმიები კაიროს ქუჩებში ჩამოატარეს

ფარაონთა აღლუმი – ეგვიპტეში მუმიების ადგილმონაცვლეობა საზეიმო სანახაობად აქციეს – კაიროში ფარაონების მუმიები ძველი მუზეუმიდან ახალ, ეროვნულ მუზეუმში გადაასვენეს.

22 მუმია, 18 ფარაონი და 4 დედოფალი , ახალ განსასვენებელში – ეგვიპტის ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გადაიყვანეს. მუმიები ლაბორატორიაში 15 დღე გაივლიან აღდგენის პროცესს, შემდეგ კი ახალ მუზეუმში ინდივიდუალურად გამოფენენ.

ასევე იხილეთ