“ძალიან ვერაგი დაავადებაა და დაანებეთ ამ რეგულაციების მოხსნის მოწოდებებს თავი”

თენგიზ მაჭავარიანი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის ინფექციას ებრძვის საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ის წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესს მკაცრად იცავდა, ვირუსი მაინც შეეყარა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

“აი ეხლა ვწევარ “საუნივერსიტეტო კლინიკაში”. არის დაავადების მე-12 დღე მესამე დღეა ჟანგბადზე ვარ. 2 წუთით ჩავრთე ფეუსბუქი და რამოდენიმე ისეთ სტატუსს გადვაწყდი, რომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს ტვინის სერიოზული პრობლემა. 10 დაავადებული იყო ტყუილიაო, 5000 იყო ტყუილიაო. რესტორნები გავხსნათო, პირბადე ერთის უფლებას არღვევს, აცრა მეორისას, ვიღაცას ხელის დაბანა არ უნდა და ვიღაცეები “მზიურში” ბალახზე წამოწოლილი ერთი ბოთლიდან წრუპავენ პივას. ნუ კომენდანტის საათი ხო არავის არ მოსწონს, ან რა მოსაწონია, მაგრამ მოიქეცით ადამიანურად დაეგეც შემსუბუქდება.

მე, აცრილიც ვიყავი, პირბადეც სულ მეკეთა, მაგრამ მაინც გადამედო ვიღაც “თავისუფლების მოყვარული” ადამიანისგან. ყველას მუბუქი ფორმა არა აქვს, დამიჯერეთ, ძალიან ვერაგი დაავადებაა, ძალიან და დაანებეთ ამ რეგულაციების მოხსნის მოწოდებებს თავი”, – წერს თენგიზ მაჭავარიანი.

ასევე იხილეთ